ამ საკითხთან დაკავშირებით "კვირის ქრონიკა" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
„მიხეილ საააკაშვილმა მოახერხა ის, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას ოდესის არსებობა შეახსენა, დღეს ყველა ოდესაზე ლაპარაკობს. ეს პიროვნება კლასიკური პოლიტიკური ავანტიურისტია, რომელიც მუდმივად მიდის რისკზე და ცდილობს ყოველთვის იყოს განსაკუთრებული ფიგურანტი.
„ნაციონალური მოძრაობის რესურსი, რომელიც დღეს უკრაინაშია თავმოყრილი სააკაშვილს თავისუფლად აძლევს საშუალებას უკრაინაში შექმნას სრულფასოვანი პოლიტიკური ერთეული. სააკაშვილმა განაცხადა, რომე ოდესაში კრიმინალები დამხვდენო, ცნობილია, რომ გია უდესიანი და მისი ბიზნესსექტორი სწორედ ოდესაშია.
რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი ივანიშვილს ქონების წართმევით დაემუქრა, სააკაშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ივანიშვილისთვის ფულის წართმევას მოახერხებს, ეს განცხადებებე მან საკუთარი მხარდამჭერების შესაგულიანებლად გააკეთა. თუ გავიხსენებთ ძველ პერიპეტიებს, სააკაშვილმა მაშინ ივანშვილს ბანკიც კი ვერ წაართვა. კითხვას თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორ ადამიანს შორის, ვუპასუხებ, რომ არცერთი არაფრის დამთმობი არ არის. რაც არ უნდა ნეგატიურად იყო ადამიანი სააკაშვილის მიმართ განწყობილი, ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ნებდება. ზუსტად ასეთივე ადამიანია ივანიშვილიც, მაგრამ მას უფრ დიდი ფინანსური რესურსი აქვს, რომელიც სააკაშვილს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს,"-ამბობს მამუკა არეშიძე
წყარო“ „კვირის ქრონიკა“
მასალის გამოყენების პირობები






