მეამაყება, რომ საქართველო ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია - ხიდაშელი
პოლიტიკა - 11:45, 09 Jun, 2015     1118

ყოველწლიურ სამხედრო ფორუმში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები იღებენ. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ტრანსფორმაციის საკითხებსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციის პლენარული სესია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გამოწვევებზე, პარტნიორობის მნიშვნელობასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. „სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მეამაყება, რომ საქართველო დღეს ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია. სირთულეებმა ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერა რათა უფრო წარმატებით განვახორციელოთ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, განვავითაროთ შესაძლებლობები, მეტი ყურადღება დავუთმოთ წვრთნასა და განათლებას და უფრო მეტად თავსებადები გავხდეთ ნატოსთან. დარწმუნებული ვარ ეს მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე - ნატოში გაწევრიანებამდე. იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ და ალიანსის წევრებიც დანაპირებს შეასრულებენ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვის საშუალებით მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. სიტყვით გამოვიდნენ ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და ნატოს გაერთიანებული სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ დავისი.

ოფიციალური გახსნის შემდეგ პლენარული სესია სხვადასხვა თემატიკის პანელებით გაგრძელდა. კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეები სინდიკატებში იმუშავებენ.
ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42