როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა წინააღმდეგობაშია ასოცირების დღის წესრიგთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გაჟღერებულ წინადადებებთან.
აბაშიშვილი მოუწოდებს ხელისუფებას, აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან.
„აღნიშნული ინიციატივა წინააღემდეგობაში მოდის წამყვანი ბიზნესასოციაციების, კომერციული ბანკების დარგის სპეციალისტების გამოთმულ მოსაზრებებთნ. ხასზ უსვამთ აღიშნულ პროცესში კვალიფიციური დისკუსიის აუცილებლობას. მოვუწოდებ, პროექტის ავტორებს და იდეის მხარდამჭერებს, უზრუნველყონ კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - EBRD-ის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, რომ აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით აღნიშნულ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან, რადგან ამას გვავალდებულებს საქართველო-ევრკაშვირის ასოცირების დღის წესრიგი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






