„მოსამართლეებმა ამაზე თავად გააკეთეს განცხადება, მე არაფერი ამის შესახებ არ ვიცი და უფრო მეტიც, ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია. ჩემთვის ბატონი მურუსიძის განცხადება არგუმენტი არ არის, გამომდინარე იმ წარსულიდან, რომლითაც იგი საქართველოს სასამართლო წარსულიდან გამოირჩევა, განსაკუთრებით სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ამიტომ მე გამოვრიცხავ მსგავსი ტიპის შეხვედრას,“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, ამ შეხვედრაზე მოხდა გარიგება, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულებს ეხებოდა.
ექსმინისტრის ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევს შედგა და მას მოსამართლეები ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






