პრეზიდენტმა ნატო-ს სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 09:52, 09 Jun, 2015     947
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დღეს ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაში მონაწილე ნატო-ს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ალიანსის ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი ხელმძღვანელობს.

შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქართველი სამხედროების ალიანსის მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათი პროფესიული მომზადების დონეს. გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მივესალმები ჩვენს სტუმრებს. თქვენთვის კარგადაა ცნობილი ნატოს-თან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ჩვენი როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე სამხედროებისა და მთელი ერის დამოკიდებულება. ქართველი ხალხის არჩევანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა და მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრებას გულისხმობს. ამ დიდი მიზნისთვის ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ვავითარებთ ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არამედ ქართველი მეომრები საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც ვიცავთ უკვე მრავალი წელია და არაერთმა ადამიანმა მიუძღვნა თავისი სიცოცხლე ამ მიზანს.

მე დღეს ვხედავ, რომ ჩვენ აღსავსე ვართ ერთიანი სულისკვეთებითა და ღირებულებებით. დღეს, ნატო-ს ჯარისკაცების გვერდით დგანან ქართველი სამხედროები, დგას თავდაცვის სამინისტრო, ქართული საზოგადოება და ხალხი, რომელიც თანამეგობრობის ერთიანი მიზნებისკენ სწრაფვით არის განმსჭვალული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა სახელმწიფო ჯილდოებით საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ გადაეცა, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკები დავით გაგუა და ვლადიმერ ნათენაძე, ასევე, უფროსი სერჟანტი პაატა ჭანტურია საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მომზადებისათვის, სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, თინათინ ხიდაშელმა მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს სიმბოლური საჩუქარი, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისათვის საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ აფორმებდა.

ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია (SMPC 15) თბილისში 8-10 ივნისს გაიმართება. კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42