როგორც „რუსთავი 2“-ის ეთერში მურუსიძემ განაცხადა, ალასანიას განცხადება სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება.
„ალასანიას განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოახდინო სასამართლოზე ზეწოლა. რაც შეეხება, კანონპროექტებთან დაკავშირებას აღნიშნული საკითხის, მინდა გაგახსენოთ, რომ მოსამართლეები რამდენიმე ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო. ამას ადასტურებდა ვენეციის კომისიაც და არასამთავრობო სექტორიც. შემდეგ გვენეტაძემ თქვა, რომ თეა წულუკიანს გააცნო სასამართლოს პოზიცია ამ თემაზე და აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და აღნიშნული კანონი სხვა სახით შევა ძალაში. ალასნაიას განცხადება, რომ ის არის მტკიცებულების შემგროების პროცესი, ეს არის მაგალითი იმის, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს. ჩვენ არ შევხვედრივართ ბიძინა ივანიშვილს და მინდა ხუმრობით ვთქვა, 25-ივე მოსამართლე უნდა მივსულიყავით მაშინ ბატონ ბიძინასთან და გვეთქვა, რომ ეს კანონპროექტი ძალაში არ შესულიყო. აბსურდულად მიმაჩნია კანონპროექტის და ამ საკითხების ერთამენთთან დაკავშირება“, - განაცხადა მურუსიძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, ამ შეხვედრაზე მოხდა გარიგება, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულებს ეხებოდა.
ექსმინისტრის ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევს შედგა და მას მოსამართლეები ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






