“საქართველოს ევროპული არჩევანი”- პრეზიდენტის საჯარო ლექცია GIPA-ში
პოლიტიკა - 16:34, 08 Jun, 2015     944
საქართველოს პრეზიდენტმა GIPA-ში საჯარო ლექცია წაიკითხა. ქვეყნის პირველმა პირმა, ერთი საათის განმავლობაში, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ძირითადი აქცენტები საქართველოს პრეზიდენტმა იმ პერსპექტივაზე გააკეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზე საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

„საქართველოს ევროპული არჩევანი მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და არა მხოლოდ თეორიულად ან სტრატეგიულად, არამედ რეალურად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს, პოლიტიკური ელიტის, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების წარმმართველ ვექტორს. ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებულია, რომ ჩვენ მივდივართ და ნაბიჯებს ვდგამთ სწორედ ამ მიმართულებით.

ნათელია, რომ საქართველოსთვის მოცემული შესაძლებლობები, ჩვენი განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა. ევროპის პოლიტიკურ ოჯახთან თანაარსებობა, ეს დემოკრატიული სახელმწიფოების ფორმატში არსებობაა.

ევროპისკენ ორიენტაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ სახელმწიფოთა ისეთი გაერთიანების ნაწილი, სადაც ერთდროულად დაცულია ბევრის ინტერესი, მაგრამ იმავდროულად ცალკეულ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ თავისი თვითმყოფადობა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

კითხვა-პასუხის დროს ასევე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძლედა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42