ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ განცხადებას ნატოს-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აკეთებს.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება სტოლტენბერგის ვიზიტის ზუსტი თარიღი ცნობილია.
"საწვრთნელი ცენტრის ადგილთან დაკავშირებით საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგს ვაწარმოებთ. ეს არის ერთობლივი ცენტრი, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა მიზანს მოემსახურება და რისი გაკეთება იქნება საჭირო. ამის შემდეგ დავიწყებთ გეგმის განხორციელებას. ნატოს გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოში ვიზიტის საკითხს. ვფიქრობთ თარიღზე და უახლოეს მომავალში გვეცოდინება", - განაცახდა აპატურაიმ.
ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ეს განცხდება ბრიუსელში საქართველოს სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






