უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ლაშა მახარაძის საქმეზე კომენტარისგან თავს იკავებს.
„ის რაც საკანონმდებლო რეგულაციებით იქნება გათვალისწინებული მე და სამართალწარმოება ვალდებული ვართ, განვიხილოთ ყველაფერი. ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვა კომენტარს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისგან.
ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ ცოტა ხნის წინ მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პრემიერს და პარლამენტს, რომ საქმეს ნაფიც მსაჯულები ჩამოშორდნენ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ახალი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო საქმეზე განაჩენს 12 ივნისამდე არ გამოიტანს, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვეს, რადგან მას ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები






