თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 13:14, 08 Jun, 2015     1215

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას იუოზას ოლეკასს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. იუოზას ოლეკასი ავღანეთიდან ლიტვაში ბრუნდება.

საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. საუბარი, ასევე, ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ პროგრესს შეეხო.

თინათინ ხიდაშელმა იუოზას ოლეკასთან თავდაცვის მინისტერიალის წინ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. „გავცვალეთ მოსაზრებები იმ, პირობითად დავარქვათ, საგზაო რუკასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მიერ ვარშავის სამიტამდე მიმავალ გზაზე“ - აღნიშნა მან. თავდაცვის მინისტრის თქმით, ლიტველ კოლეგასთან შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ლიტვა ჩვენი მეგობარია, მხარდამჭერია, გვერდში უდგას საქართველოს მუდმივად და ამჯერადაც ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება“ - განაცხადა მან.
შეხვედრას ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანიუს კატილიუსი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ლიტველმა სტუმრებმა თინათინ ხიდაშელს იუბილე ლიტვურ ენაზე შესრულებული სიმღერით მიულოცეს. თავდაცვის მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42