პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუმა სრული კრახი განიცადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაზარალებული ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს უფლება მოითხოვონ დამნაშავის დასჯა და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი. ვალდებული ვართ ამას გადავხედოთ და ხარვეზები გამოვასწოროთ. დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ და რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ახალი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო საქმეზე განაჩენს 12 ივნისამდე არ გამოიტანს, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვეს, რადგან მას ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები






