თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, ამ შეხვედრაზე მოხდა გარიგება, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულებს ეხებოდა.
ექსმინისტრის ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევს შედგა და მას მოსამართლეები ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.
როგორც ალასანია ამბობს, შეხვედრაზე მოხდა მოლაპარაკება, რომ თუ „კაბელების საქმეზე“ ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ კანონი, რომელიც 25 მოსამართლის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს, ძალაში აღარ შევა.
„ამას ექნება დიდი გავლენა ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ამას ექნება ისეთი დატვირთვა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ამ სასამართლო პროცესს და ზოგადად ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ. მე მოვუწოდებს ბიძინა ივანიშვილ შეწყვიტოს ესეთი ქმედებები სასამართლოსთან მიმართებაში“, - ამბობს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






