„დოლიძე მომიყვანეთ კანადაში, კანადელი ბებრების პანსიონატში უნდა ვამუშაო ეგ ჩათლ...კა“ - ირაკლი ლომაია
სოც.მედია - 12:38, 08 Jun, 2015     18965
ქეთი დოლიძის მიერ ემიგრანტებზე გაკეთებულმა განცხადებამ უამრავთა გაღიზიანება გამოიწვია, რეჟისორის თქმით ქვეყნიდან თავისი ნებით წასულს ემიგრანტი არ ჰქვია. „თავი ვინ გგონია უვიცო დედაკაცო“? - კითხულობს კანადაში მცხოვრები ირაკლი ლომაია, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ქეთი დოლიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

ირაკლი ლომაია: „რა მჭირს შენი შესაცოდებელი, შე ავადმყოფო შენა მეცოდები თავად შენ, რადგან ივანიშვილის მონა ხარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შენ ხარ ის ქალი რომელიც გამოვიდა და ხალხს აბოლებდა, რომ ივანიშვილი ჩადებდა მილიარდს სოფლის მეურნეობის საქმეში და რომ იტყუებოდი თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონიო? თუ დაგავიწყდა აგერ შენი დაპირებების ვიდეო გადაავლე თვალი ამ ლინკს ( https://www.youtube.com/watch?v=gGCBAmfxGsM )
დიახ, საკუთარი ერი მოატყუე, იმანიპულირე შენი ვითომ კაი - ქალობით და არჩევნების წინა შესამზადებელ ფონზე შენ და შენაირი ვი - ელიტა დარბოდით და ხალხს აბოლებდით. ხვდები ეხლა რატომაც არის ქართველი ერის უმრავლესობა ემიგრანტი? ზუსტად შენი წყალობით გახდა ეს ხალხი ემიგრანტი, რადგან ძალიან ბევრი ნაკადი სწორედ შენი მოთრეული მთავრობის მერეც წამოვიდა საქართველოდან და ვაფშე შენ სიტყვა ემიგრანტის განმარტება თუ არ იცი აჯობებს სხვას მაინც დაეკითხო და მერე ილაყბო.. თუმცა, არ გამკვირვებია შენგან ეს და იცი რატომ? აი პროექტ ''ერთი -ერთს'' ვადევნებ თვალს და მანდ კარგად ვხედავ შენს წამოსროლილ უვიც სიტყვებს, მაგალითად ქალი რომელიც გაიძახის შავკანიანებზე ზანგი და ზანგიო - რაზედაც წამყვანებმაც კი შენიშვნა მოგცეს, რა გასაკვირია რომ არც ჭეშმარიტი ემიგრნატების ახსნა იცოდე.

ამ ყველაფრის მერე გამოდიხარ და გაიძახი ჩემი კუკარაჩა და ჩემი კუკარაჩაო, ე.ი ხომ შეგვეცი ამ შენი კუკარაჩით, ისიც საკითხავია როგორ შეძლო ასეთმა უვიცმა ქალმა და უტაქტო ადამიანმა კუკარაჩას შექმნა? შემთხვევით ხომ არავის მოპარე მაგ კუკარაჩას იდეა? აბა რავიცი ქალმა რომელმაც სიტყვა ემიგრანტის ჭეშმარიტი განმარტება არ იცი - ამის მერე რა უნდა გელაპარაკოს ადმაიანმა შენ? მაგრამ გახსოვდეს რაზედაც გინდა იმაზე ილაყბე, ვინც გინდა ის ლანძღე, როგორც გინდა ისე იმატრაკვეცე, მხოლოდ ნურასოდეს!.. ნურასოდეს შეგვეხები ემიგრანტებს!..

ეს კარგად დაიმახსოვროს ყველა შენაირმა ვაი - ელიტამ, ვისაც თავი ჩვენზე მაღლა გონიათ, თუ გსურთ ერთ წამში არ დაეცეს თქვენი ვაი - პოპულარულობის იმუნიტეტი, ნურასოდეს!.. ნურასოდეს შეეხებით ცუდად ემიგრანტებს!.. წინააღმდეგ შემთხვევაში ემიგრანტი გახლავს ის ადმაიანი, ვინც თავისი ადამიანური ღირსებისა და მორალის სულში ჩაფურთხებისთვის, ერთ წამში ისე გაგანადგურებთ რომ თვალსაც არ დაახამხამებს და იცი რატომ? იმიტომ რომ ის ტკივილი და წამება რისი გადატანა ემიგრანტს სხვის სამშობლოში უწევს ტოლფასია იმ გააფთრებული დედის რომელსაც შვილის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს, ასეთ დროს დედა ყველაზე საშისი არსება ხდება და ვინც არ უნდა იყოს ის მზად არის წამებში დაგლიჯოს მტერი!...

ასე, რომ ქალბატონო ქეთუსია თუ არ გსურს საკუთარმა ერმა საკუთარი ხელით გაგლიჯოს შუაზე, მაგ გრძელი ენა თქვენს მუცელშ ჩაიგდეთ, ყოველივე მსგავსი სიტყვების ბოდიალისთვის ემიგრანტებს ბოდიში მოგვიხადე და მერე განაგრძე ისევ შენებურად ყვირილი ჩემი კუკარაჩა და ჩემი კუკარაჩა-ო!.. იყვირე რამდენიც გინდა და სადაც გინდა, მხოლოდ ჩვენ ნურასოდეს შეგვეხები!!..

P.S. - ერთი გამაგებინეთ ვინმემ პირადი მიზნებით ემიგრაციაში ყოფნა არა საკმარისი იმისათვის, რომ ემიგრანტები გვერქვას? თუ რა უნდოდა ამით ეთქვა დოლიძეს? ე.ი სავალდებულოა, რომ მაინცდამაინც ყველა ემიგრანტი პოლიტიკურად დევნილი ვიყოთ? ისედაც დევნილი არ ვართ აბა რა არის ეს? როდესაც შენს ქვეყანაში იძულებული ხარ შენი შვილებისთვის ლუკმა-პური იშოვო და საარსებო წყარო არ გაქვს, ბუნებრივია მიდიხარ სხვის ქვეყანაში და ეს რომელ პოლიტიკურ დევნილობაზე ნაკლებია? და ხომ ვერ მეტყვის ვისი ან რისი ბრალია ეს? ვინ აიძულა ქართველ ერს, რომ ამ გზას დადგომოდა? რომელ მშობელს უხარია თავის ოჯახთან და შვილებთან წლობით განმარტოება, ვის უხარია სხვისი აყროლებული მძღნერის ხეხვა?


ერთი დოლიძე მომიყვანეთ კანადაში, კანადელი ბებრების პანსიონატში უნდა ვამუშაო ეგ ჩათლაშკა და ამით ვაგემო ნამდვილი ემიგრანტის ფასი!.. დარწმუნებული ვარ ამას, რომ იგემებს სხვანაირად აჭიკჭიკდება!.. თურმე ჩვენი მოღვაწეობა და მიღწევები არ ჩანს, ჩვენი ტკივილი და გრძნობები თურმე არაფერია და მათი ყველაფერი ''ლეგენდარული'' ყოფილა.. ეკრანზე და პრესაში ჩაცმულ - დახურული არც მე ვარ ცუდი, დოლიძეზე ნაკლებად არ გამოვიყურები როცა ჩემს ხოხბის ''ბუნდღიან'' შლაპას დავიხურავ, ერთი მაგან ის მითხრას თუ შეუძლია იმ დოზით იმუშაოს რასაც ვმუშაობთ ჩვენ ემიგრანტები, იმ დოზით აიტანოს ის ტკივილი რა ტკივილსაც იტანს სიტყვა ემიგრანტი.. და ბოლოს თუ შეუძლია მიაღწიოს სხვის ქვეყანაში იმ წარმატებას რასაც ვაღწევთ ჩვენ -ასე რომ ამ ყველაფერს როცა შეძლებს მერე დაიწყოს მაღლიდნა ყურება“!!!!..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42