მოკლული იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა შანავა დუმილს არღვევს და ხელისუფლებას მიმართავს.
გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში შანავა მთავრობას მისი ოჯახის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
შანავა მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებებსაც პასუხობს.
„ამ ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ამბავი დაავიწყდა. არადა რას ითხოვდა თანამდებობას? არა, მხოლოდ და მხოლოდ შვილის მკვლელების დასჯას.ზურიკოს მკვლელობიდან ერთ წელიწადში იურის უკვე გამოძიებული ჰქონდა ყველა დეტალი და მკვლელების გვარ-სახელებიც ცნობილი იყო მისთვის. საქმეში მთავარი მოწმეც გამოჩნდა და სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდა, მაგრამ ხელისუფლებას დააგვიანდა...ზურიკოს მკვლელებს არ უნდოდათ, რომ იური ვაზაგაშვილი მათ გასამართლებას მოსწრებოდა და სიძულვილით მოკლეს. რამდენიმე დღეში მკვლელი დაიჭირეს - ამაზრზენი, ბოროტი სული სოსანაშვილი. სოსანაშვილს ისეთი ადვოკატი აუყვანეს, როგორიც თვითონაა. რამდენ ზღაპრებს ჰყვება. ვითომ ჩემს ქმარს დეიდაშვილი ჰყავდა საყვარლად. ეტყობა თვითონ ვერ არჩევს ერთმანეთისგან სისხლით ნათესავსა და გარეულს. ბოლოს თქვა თავი თვითონ აიფეთქაო. ჯოგლიძე მათხოვარო ვერ ასცდები ღვთის რისხვას", - აცხადებს შანავა.
წყარო: "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






