შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სასწავლო პროგრამის „ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხობისათვის ფარგლებში“ საერთაშორისო ღონისძიება იმართება.
შეხვედრას საქართველოს, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, გერმანიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.
„ვიმსჯელებთ იმ გამოწვევებზე, რაც დღეს საქართველოს გააჩნია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ისინი დეტალურად გაეცნობიან ვითარებს, მათ შორის საოკუპაციო ხაზის ირგვლის და განვიხლიავთ თუ როგორ უნდა მოხდეს მაქსიმალური შედეგის მიღწევა“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






