ამხანაგო ქეთო! რაც მეტ იდიოტობას გამოიტანთ სამზეოზე, მით მალე მოგეფინებათ ნათელი - ემიგრანტი ქეთი დოლიძეს
სოც.მედია - 17:59, 07 Jun, 2015     14721
საფრანგეთში მცოხვრები ქართველი ნუგზარ (სულა) სულაშვილი რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს, სადაც დოლიძე ქვეყნიდან თავსიი ნებით წასულ ადამიანებს ემიგრანტებად არ მიიჩნევს.

,,ქალი ჩემთვის მოკრძალების სიმბოლოა და ბოდიშს ვთხოვ საზოგადოებას, რომ ჩემს სიცოცხლეში ქალის ცინიზმს საჯაროდ ცინიზმით ვპასუხობ. უბრალოდ ყველაფერს საზღვარი აქვს!

ამხანაგო ქეთო (დოლიძე), წავიკითხე თქვენი ინტელექტუალური მოსაზრება ემიგრანტებთან დაკავშირებით და იმდენი უაზრობა აღმოვაჩინე, მიჭირს აზრიანი პასუხი გაგცეთ.

თქვენი ტიპაჟის "ინტილიგენტებს", ნორმალური ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ თუ დასცინებს, თორემ, სხვა შემთხვევაში ჩათვლით, რომ ერისთვის საყურადღებო სიბრძნე გადმოაფრქვიეთ და მადა კიდევ უფრო გაგეხსნებათ.

პრინციპში, არც ეს არის ცუდი. რაც უფრო მეტ იდიოტობას გამოიტანთ სამზეოზე, მით უფრო მალე მოგეფინებათ ნათელი და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების".

ვიდრე ემიგრანტების თემას შევეხები, მინდა გკითხოთ: სად წაიკითხეთ, რომ ექვთიმე მენშევიკი იყო? გასაგებია, რომ ბოლშევიკური მენტალიტეტის მქონე ადამიანს მენშევიკები გულზე არ გეხატებათ, მაგრამ თქვენს ასაკში და იმ ამბიციების მქონე ადამიანს, რომელიც თქვენ გაქვთ, ცოტა მეტი, რომ მოგეკითხება, ამას მაინც უნდა ათვითცნობიერებდეთ.

აღარაფერს ვამბობ, გაეროს მიერ კონვენციით განსაზღვრულ ემიგრანტის სტატუსზე, რომლის თქვენებური ინტერპრეტაცია მარაზმის საზღვრებს გასცდა და რას მიედ-მოედებით თავადაც არ გესმით.

ურიგო არ იქნებოდა მილიონობით ემიგრანტის გაქილიკებამდე, საკუთარი აბორიგენული წარსულისთვის გადაგევლოთ თვალი.

სანამ ემიგრანტებს მოუწოდებთ ოდესაში სააკაშვილის მონახულებას, შეგიძლიათ მანდვე, სოლოლაკში, საკუთარ მამას და მარჩენალს ემთხვიოთ (ხელზე) საარსებოდ ლუკმა რომ გადმოგიგდოს, რის გამოც მთელი ცხოვრება სწირავ სამშობლოს ინტერესებს. იმპერიის სიყვარულს მე ვერ დაგიშლი, მაგრამ იქნებ ჩვენ არ მოგვახვიოთ თავს?! გაეროს კონვენციები თუ არა, შოთა მაინც გექნება წაკითხული,

მისი სამიჯნურო პოემიდან ციტატების თქვენებური ინტერპრეტაციულობის უნარი ამის გასაქანს ნამდვილად მოგცემთ. . ეეჰ ქეთოო, ქეთოო.... არა და არა! რა, არა? არ გათეთრდების ყორანი!

პ.ს. თქვენი კუკარაჩა ნანახი მაქვს!“- წერს ნუგზარ სულაშვილი

შეგახსენებთ, რომ რეჟსორმა ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ემიგრანტებს ასე მიმართა:

"ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად:::: ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით.... ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.... აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ!!!!! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში!!!!!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42