ნატანებელი ფერმერები სადაზღვევო კომპანიების 'ქართუსა" და 'ირაოს" წინააღმდეგ.
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ცენტრში 30-მდე ფერმერია შეკრებილი, რომლებიც ზემოთაღნიშნულ კომპანიებს სადაზღვევო ხელშეკრულების დარღვევაში სდებენ ბრალს.
აქციაზე შეკრებილთა განცხადებით, შარშან შემოდგომაზე კომპანია 'ქართუმ" ადგილზე ასეულობით ფერმერთან გააფორმა ხელშეკრულება, რის თანახმადაც თითოეულმა მათგანმა 1000 მ. ფართობზე 6 ლარი გადაიხადეს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნატანები, შრომა, თხინვალი, კონჭკათსა და მერიაში მცხოვრებ მეციტრუსეთა პლანტაციები სამჯერ დაისეტყვა და ადგილობრივები მოსავლის გარეშე დარჩნენ, სადაზღვევო კომპანიამ კი, ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა და მათთვის დღემდე არც ერთი თეთრი არავის არ აუნაზღაურებია. როგორც აქციის მონაწილეები 'გურიის მოამბესთან" აცხადებენ, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მათი მხრიდან დაკავშირების რამდენიმე მცდელობისა, კონტაქტზე დღემდე არავინ გამოსულა. ამბობენ იმასაც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში შემთხვევით გაიგეს კომპანია 'ქართუს" უფლებამოსილება 'ირაოს"-სთვის გადაუბარებია.
ამ დრომდე მათ არც 'ირაოდან" დაკავშირებია ვინმე.
დაზარალებული ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი ორივე კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები






