დავით ნარმანია თბილისში ამერიკის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 11:02, 07 Jun, 2015     1260

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქში ამერიკის კვირეულის შემაჯამებელგამოფენას დაესწრო. ღონისძიებასსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ესწრებოდნენ.

რიყის პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში საქართველოში მიმდინარე სამთავრობო თუ არასამთავრობო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისში არსებული ამერიკული სწრაფი კვების ობიექტებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ. ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალმხრივი მუშაობისა და იმ პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.

დავით ნარმანიას თქმით, მისალმებელია, რომ ამერიკის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. მერის განცხადებით, ღონისძიება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორისკულტურულ და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის მიმართ ინტერესს. მისი თქმით, დედაქალაქი ყოველთვის მზად არის აშშ-სთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლოობისათვის.

„აუცილებელია, ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდეს, რათა ხალხი გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის და, ამ შემთხვევაში, აშშ-ის კულტურას. დედაქალაქი,ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა, ყოველთვის მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლოობისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ამერიკის კვირეულის საქართველოში გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას.

ამერიკის დღეები საქართველოში 2 ივნისს დაიწყო, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდში, ახალციხესა და გორში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42