ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში ამბობს, რომ გაუგებარია ხელისუფლების ,,არგუმენტები“, მაშინ როცა დროც და სიტუაციაც მზად არის სამართლიან საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
,,პირველი უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია პრემიერის განცხადება და ხელისუფლების პოზიცია, რომ 2016 წელს არ განვახორციელოთ საარჩევნო სისტემის ცვლილება და განხორციელდეს 2020-ში, მე კითხვას ვსამ - 2020-მდე დემოკრატია მოიცდის? ანუ 2016 წელს ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შესაცვლელია, მოვიცადოთ.
დროც და სიტუაციაც მზად არის სამართლიან სისტემაზე გადასასვლელად. ერთადერთი ,,არგუმენტი“, რაც შეიძლება ხელისუფლება ჰქონდეს არის ის, რომ 2016 წელს ხელისუფლების შესანარჩუნებლად შეიძლება მათ დასჭირდეთ მაჟორიტარული სისტემა, ეს არის პირველ რიგში ჩემთვის გაუგებარი და მეორე, ასეთ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ასეთ დემონსტრაციულ უარს ნამდვილად არ ვეტყოდი იმ ერთობას, რომელშიც შედის თითქმის სრული მოქმედი პოლიტიკური სპექტირ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, წამყვანი და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე ავტორიტეტული არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, ვენეციის კომისია, IFES და სხვა საერთაშორისო ორგანიზციები. ამ ყველაფერს ცენტრში, დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიზნით, მოექცა საქართველოს პრეზიდენტი. უარი ნამდვილად წამგებიანია ხელისუფლბისთვის, როცა მთელი საზოგადოება ერთ აზრზეა და ხელისუფლება ამბობს უარს, მაშინ როცა თავად ხელისუფლებაშიც არსებობს აზრთასხვადასხვაობა“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.
ბაჩუკი ქარდავა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტ მობილიზებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიცია მზად გააგრძელოს ბრძოლა და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად.
,,არსებობდა მიცრე იმედი იმისა, რომ ხელისუფლება წავიდოდა თავისი დაპირებების შესრულებაზე საარჩევნო სისტემის რეფორმის კუთხით, მაგრამ ერთობას რომელიც შედგა პრეზიდენტის სახლეში აქვს თავის სამოქმედო გეგმა, რათა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად, ბრძოლა საკმაოდ მწვავე ბერკეტებით გავაგრძელოთ,. ცხადია, პირველი ეტაპი იქნება საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მობილიზება შემდგომი ზეწოლისთვის“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






