სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბესიკ ცხადაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის ბიუროს უფროსის ბესიკ ცხადაძის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახს.
ის იყო ძლიერი პროფესიონალი და უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი, თანამშრომელი და მეგობარი", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბესიკ ცხადაძემ გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავად მიიყენა. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მისი მეუღლეს, რომელიც მომხდარის შემდეგ შეუძლოდ გახდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






