ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მოქმედი ხელისუფლება იმავე არგუმენტებით პასუხობს ოპოზიციას, რა არგუმენტებითაც წინა ხელისუფლება პასუხობდა ოპონენტებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება დაადგა ნაციონალური მოძრაობის გზას. მათ გადაწყვიტეს, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა სწორედ მაჟორიტარების მეშვეობით მიითვისონ ამომრჩევლების ხმები და შექმნან უმრავლესობა პარლამენტში. ძალიან სამწუხაროა, რომ რა არგუმენტებიც ჰქონდა წინა ხელსიუფლებას, ზუსტად იგივე არგუმენტები აქვთ დღევანდელი ხელიუფლების წარმომადგენლებს. ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებების გასატანად. ეს პროცესი არ გაჩედება, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვახდინოთ საკონსტიტუციო პროცესის ინიცირება,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება და 2016 წლის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებით ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






