თქვენო უდიდებულესობავ, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა შვედეთის სამეფოს დროშის დღესთან დაკავშირებით.
ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს შვედეთთან მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას. იზიარებენ რა საერთოღირებულებებსა და მისწრაფებას თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრულიურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.
ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს კეთილშობილურ მიზნებში, შვედეთის სამეფოსა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






