"შეწყდეს საქართველოს უსაფრთხოების ხარჯზე ქულების დაწერა" - შაშკინის პასუხი ხიდაშელს
პოლიტიკა - 16:04, 06 Jun, 2015     2115
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ სამინისტროში აღმოჩენილია აპარატურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსასმენად იყო განკუთვნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა.

როგორც შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შედის დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც შესაბამისი აპარატურით არის აღჭურვილი. თავდაცვის ყოფილმა მინისტრის თქმით, არ არსებობს აპარატურა, რომელიც ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებისთვის არის შექმნილი. მისივე განცხადებით, ამ საკითხით სპეკულირება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას უქმნის საფრთხეს.

დიმირტი შაშკინმა პოლიტიკოსებს საქართველოს უსაფრთხოების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შედის დაზვრევის დეპარტამენტი და ეს არ არის საიდუმლო. ეს არის ისეთივე დაზვრევის დეპრტამენტი, როგორიც არის ამერიკის თავდაცვის სამინისტროში შემავალი „დიაიეი“ და როგორც არის „გრუ“ რუსეთში. დაზვრევის დეპარტამენტი ბუნებრივია აღჭურვილია სპეციალური აპარატურით, რომ შეასრულოს ვალდებულებები და მოვალეობები, რომელიც მას კანონმდებლობით ეკისრება, იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა.

სამწუხაროა, რომ უკვე სამი წელია ხდება ამ საკითხებით მანიპულირება, ეს ბუნებრივია ავნებს საქართველოს უსაფრთხეობას და თავდაცვითუანარიანობას. ბუნებაში არ არსებობს აპარატურა, რომელიც შეიძლება გამიზნული იყოს ერთი ადამიანის წინააღდეგ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, თავდაცვის სამინისტროს გააჩნია სპეციალური აპარატურა, რომელიც არის საჭირო საქართველოს ტერიტორიული დაცვის უზრუნველსაყოფად.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, შეწყდეს სპეკულირება და საქართველოს უსაფრთხოების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა. ეს ყველაფერი ავნებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას,“-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინა ხელსიუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42