„ყოფილი კომუნისტური პარტიის ინსტრუქტორებმა და კომუნისტური პარტიის წევრებმა , ახალი შემოთავაზება გამოიტანეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ასე შიძლება შეფასდეს ის ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს. ეს არის ხელისუფლების მითვისება და ახალი კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბება. შემოთავაზება, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მივიღეთ არის აღმაშფოთებელი და უსინდისო, იყო სუბარი იმაზე, რომ მოხდებოდა რეალური ცვლილება საარჩევნო კოდექსში , მაგრამ რჩება იგივე და ხელისუფლება ცდილობს მოიქცეს კომუნისტური პარტიის სტილში. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს დავიწყოთ კონსულტაციები. ჩვენ მზად ვართ ქუჩის აქციებისთვის, რადგან მხოლოდ აქციებია შექმნილ ვითარებაშ გამოსავალი. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ხელისუფლების მითვისება არავის არ შერჩენია და არც არავის შერჩება. ბატონებო ეს არის არჩევანი , რომელიც თქვენ თვითონ დაიტოვეთ,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება და 2016 წლის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებით ჩატარდება
მასალის გამოყენების პირობები






