"რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც საქართველოსა და უკრაინაში ჩაიდინა"
პოლიტიკა - 12:48, 06 Jun, 2015     1166

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ფორუმში - „TO BE SEURE“.

უსაფრთხოების ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბულგარეთის, რუმინეთის საგრეო საქმეთა მინისტრები.

კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ ევრო-ატლანტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ვითარება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და მისი დაძლევის გზები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში უკრაინის კრიზისზე, სადაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას, კრიზისის მოგვარების გზებს, მის გავლენას ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, ასევე იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გზებზე საუბრისას ხაზი გაუსვა დასავლეთის ერთიანი და მტკიცე პოზიციის არსებობის მნიშვნელობას, „რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში. საჭიროა დასავლეთის ერთიანი, მტკიცე და პერმანენტული პოზიცია, მხარდაჭერა იმ ქვეყნების ვინც გააკეთეს თავისი სუვერენული არჩევანი და რის გამოც ისინი ფაქტობრივად ისჯებიან“.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განხილვისას დიკუსიის მონაწილეებმა გაიხსენეს 2008 წლის ომი, აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისი სწორედ 2008 წლის ომის შედეგების გაგრძელებაა, რადგან სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა მოსკოვის აგრესიაზე.

2008 წლის აგვისტოს ომზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებად მოიყვანა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. „უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ჰიბრიდული ომი გახლავთ, საერთაშორისო სამართალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისა, რაც მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ მიისწრაფვიან.

"მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა არ არის ცალკეული შემთხვევა. რუსეთმა ყველაფერი ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში წამოიწყო ეთნიკური კონფლიქტების სახით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წელს კი საქართველო-რუსეთს შორის ღია ფართომასშტაბიან ომს ჰქონდა ადგილი, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება, ამიტომ დღეს სახეზე გვაქვს ე.წ. ხელშეკრულებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან ასოცირებასა და ინტეგრაციაზე. ეს კი წარმოადგენს პირდაპირ ანექსიას სუვერენული საქართველოს ტერიტორიებისა, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და იმ პროცესების გაგრძელებაა, რასაც რუსეთის მიერ ძველი გავლენის სფეროების აღდგენა ეწოდება. ამით რუსეთი სჯის იმ ქვეყნებს, რომელთა არჩევანიც ორიენტირებულია იმ პოლიტიკის თავისუფლებაზე რომლის გატარებაც თავად სურთ. ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და მათი არჩევანი არის ღირებულებებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოება. ეს არჩევანი არავის წინააღმდეგ არ გაკეთებულა. არავის არ ააქვს უფლება ამ არჩევანს ვეტო დაადოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რომ გაფართოვდეს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე რეგიონში. ამიტომ ღია კარის პოლიტიკა უზომოდ მნიშვნელოვანია და ყველა იმ ქვეყანას რომელსაც შეუძლია, აქვს სურვილი და არ იშურებენ ძალისხმევას უნდა მიეცეს არჩეული მიმართულებით წასვლის საშუალება"- განაცხდა ბერუჩაშვილმა

“To Be Secure” - მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც მონტენეგროში ყოველ წელს იმართება და აერთიანებს უსაფრთხოებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს. ღონისძიებოს ორგანიზატორია მონტენეგროს ატლანტიკური საბჭო. 2015 წლის ფორუმი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მირო დუკანოვიჩმა გახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42