„როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება მივანდოთ ადამიანებს, ვისაც არ გააჩნიათ კვალიფიკაცია“
პოლიტიკა - 22:54, 05 Jun, 2015     1332

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება თავიდანვე შეცდომა იყო.

აგმ განცხადებით კახიშვილის სოციალურ ქსელში მახარაძის პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროცესი იმის ნათელი მაგალითი იყო, რომ მსაჯულებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე.

„არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, ძალიან დიდ შეცდომას წარმოადგენს. თავად იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს სისტემა წლებია მუშაობს, ფიქრობენ მის შეცვლას. როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება ან გამართლება მივანდოთ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ამის ცოდნა და კვალიფიკაცია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მცირე ნაწილს თუ გაუჩნდება სურვილი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა, როგორც დაზარალებულის ასევე ბრალდებულის მიმართ. მეტიც, დღევანდელი პროცესი იმის ნათელი მაგალითია, რომ მსაჯულებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. მარტივი ენით, ფაქტობრივად განაცხადეს, რომ რაც გინდათ ის გიქნიათო, ჩვენ თავი დაგვანებეთო, "ხელებიც დაგვიბანიაო".

ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა - ყველას პირადად ან ვინმეს მეშვეობით იცნობს, იქ სადაც ხალხს, საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს, სადაც უმეტესობა პოლიტიზირებულია, გადაწყვეტილების მიღების მინდობა და შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი - აბსურდია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, წლების მანძილზე ამ და სხვა მიზეზთა გამო, თავად მოსამართლეებს კი ვერ გამოჰქონდათ სამართლიანი გადაწყვეტილება.

და ბოლოს, ერთში ვარ კარგად დარწმუნებული, კანონების დაუფიქრებელად ლიბერალიზაცია, უცხო ქვეყნებში მოქმედი ნორმების მიღება ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინების გარეშე საბოლოოდ წარმოქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას. კანონი უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი“, -წერს კახიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42