„ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
როგორც პარტიის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა, ისინი პროპორციული სისტემის მომხრეები არიან
„ეროვნულ ფორუმს“ აქვს განსხვავებული პოზიცია და ამ განსხვავებული პოზიციით გამოვედით. ჩვენ ვითხოვთ, რომ 2016 წლიდანვე უნდა ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით“, - განაცხადა მიროტაძემ.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება. გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდა მიიღო, ცოტა ხნის წინ პრემიერმა გაახმოვანა.
„ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებით ჩატარდება.
რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მისი თქმით, სამომავლოდ ამ სისტემაზე გადასვლა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






