უსუფაშვილის თქმით, 2016 წლის არჩევნებისთვის, არსებული საარჩევნო სისტემის მოდერნიზება მოხდება ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცული იქნება.
„მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც აღრჩევნებით არის დაინტერესებული, გადმოდგას საპასუხო ნაბიჯი, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. საარჩევნო რეფორმები სწორედ ასე უნდა ხორციელდებოდეს. კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები სასურვველი არ არის, ამას მომზადება სჭირდება. ასეთი რეფორმები საჭიროებს გააზრებას, წლის ბოლომდე დავასრულებთ საკონსტიტუციო სისტემებს, რომელიც 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციული სისტემის არჩევნებს დაამკვიდრებს“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს რეფორმის გასატარებლად მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება და 2016 წლის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებით ჩატარდება
მასალის გამოყენების პირობები






