პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აფხაზეთის ვირტუალური არქივი ava.ge შეიქმნა
პოლიტიკა - 20:18, 05 Jun, 2015     994
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ვირტუალური არქივის, ava.ge-ს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ არის დაფინანსებული და აფხაზეთით დაინტერესებული პირებისათვის ვირტუალური სივრცის შექმნას ისახავსმიზანად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ვებ-გვერდზე დაცულია აფხაზეთის შესახებ საარქივო ინფორმაცია: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა; ასევე საოჯახო არქივები.

ეროვნული არქივების და მუზეუმების მასალების გარდა, ava.ge პირად არქივებსაც აგროვებს; ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია საიტის ადმინისტრაციას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

საიტის პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა გახსნა. ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის თანაავტორი ლაშა ბაქარაძე.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე :

„აფხაზეთის ვებ-გვერდი კიდევ ერთი ნათელი გზავნილია აფხაზებისადმი და მთლიანად, საქართველოს მოსახლეობისადმი, თუ როგორ ხედავსქართული სახელმწიფო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის წარსულსა და მომავალს. ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე მდგომარეობს სწორედ იმმრავალფეროვნებაში, მთლიანობასა და ამ მთლიანობის ჰარმონიულ განვითარებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და, რომელსაც საქართველოსმოქალაქეები არა მხოლოდ ვაფასებთ, არამედ ვუფრთხილდებით კიდეც.

რამდენიმე თვეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის, ცხვინვალის რეგიონისა და საერთოდ, ოკუპირებულტერიტორიათა მიმართ ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენშევხვდით არაერთ ჯგუფს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებრივ ჯგუფებს; ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ჩვენი ერთობამდგომარეობს იმაში, რომ მომავალში საქართველოს ვხედავთ, როგორც ერთიან, ევროპულ და განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც ევროპულისტანდარტების შესაბამისად უფრთხილდება, ავითარებს და აფასებს საკუთარ ეთნიკურ მრავალფეროვნებას; ამ ერთიანობის ნაწილია ის ერთობლივიკონფერენციაც, რომელსაც ჩვენ მომავალში ვგეგმავთ.

ეს ვებ-გვერდი არის სწორედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რომელშიც ნათლად ჩანს, რამდენად ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ჩვენს მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას.”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამხვილა გაერო-ს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიისკიდევ ერთი გამარჯვება უწოდა.
„თქვენ იცით, რომ გაეროში კიდევ ერთელ დაფიქსირდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება. ქართული დიპლომატია საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო და უფრო მეტმხარდაჭერას იღებს. ახლა უკვე 75 ქვეყანა სწორედ ამ პრობლემის როგორც ჰუმანიტარულ, ისე ჰუმანურ ნაწილს ხედავს და გამოარჩევს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოსათვის. ქართული საზოგადოება ფიქრობს საქართველოს ერთიან,მომავალ ევროპულ განვითარებაზე და დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს, რომლებსაც სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამპროექტის განხორციელების პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს. ვიმედოვნებ, ეს რესურსი განვითარდება სხვა მიმართულებითაც და შესაძლებელი იქნება ანალოგიური პროექტი განვიხილოთოსებისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაშიც. ბუნებრივია, ეს ჩვენი მომავალია; დღეს თქვენ ხედავთ ამ მომავლის ვიზუალურ გამოსახულებას და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტკონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამ წარმატებას და მტკიცედ მწამს, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი წარმატება გველის.“-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42