მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება. გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდა მიიღო, ცოტა ხნის წინ პრემიერმა გაახმოვანა.
„ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებით ჩატარდება.
რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მისი თქმით, სამომავლოდ ამ სისტემაზე გადასვლა იგეგმება.
„2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დღეს მოქმედი შერეული სისტემით ვგეგმავთ, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






