პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში მიღებული რეზოლუციის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელს მადლობას უხდის.
ამის შესახებ მარგველაშვილმა აფხაზეთის ვირტუალური არქივის ava.ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
„კარგია, რომ საქართველოსადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იზრდება. თქვენ ნახეთ, რომ გაერო-ში ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. ქართულმა დიპლომატიამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
მიმდინარე წელს რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 75 სახელმწიფომდე გაიზარდამასალის გამოყენების პირობები






