ახვლედიანის დაკითხვის გარეშე სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს- გაბაშვილი
პოლიტიკა - 18:52, 05 Jun, 2015     1095
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი გაბაშვილი, გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლის მხრიდან მამუკა ახვლედიანის მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს დაცვისა და ბრალდების მხარის არათანაბარ პირობებში ჩაყენებასა და სასამართლოს მხრიდან პირდაპირი დაკვეთის შესრულებაზე.

გაბაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ახვლედიანის მოწმის სტატუსით დაკითვაზე უარის თქმა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს უკავშირდება, რომელიც გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებულ ვადას გულისხმობს.

„გიგი უგულავა უკანონო წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რადგან ამისთვის განკუთვნილი 9 თვე დიდი ხანია გავიდა. ესაა კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, სადაც წინასწარი პატიმრობის ვადები გაწერილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი. ცხადია, რომ სასამართლოს ქმედებებიც ამას უკავშირდება. ისინი ცდილობენ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, უგულავას მიუსაჯონ.

სასამართლო პირდაპირ ზღუდავს დაცვის მხარის უფლებებს და ეს ნათლად ჩანს შემდეგი მაგალითებიდან - ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურას მტკიცებულებებისა და მოწმეების წარსადგენად წელიწადი და 8 თვე ჰქონდათ, დაცვის მხარეს კი ამისთვის მხოლოდ თვე-ნახევარი მიეცა. ასევე, ბრალდების მხარის მხრიდან 90-მდე მოწმე გამომითხეს, დაცვის მხარის მხრიდან კი 15-20 .

გვინდა ავღნიშნოთ, რომ სასამართლოს ამგვარი მოქმედება აღმაშფოთებელია. ზოგადად, სასამართლოში სიტუაცია სავალალოა, დაბრუნდა კორუფცია, რაზეც მოსამართლეებიც საუბრობენ. მთავარი, რაც ახალ თავმჯდომარეს ევალება, როგორც ჩანს, ესაა მთავრობის ინტერესებისა უზრუნველყოფა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს პრობლემების გარეშე შეუფარდონ ბრალი“, _ განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

რაც შეეხება მამუკა ახვლედიანის პოზიციას, როგორც ის აცხადებს, საქმეში, რომელსაც სასამართლო განიხილავს და რიყის, ტელეიმედისა და თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდებს ეხება, მისი დაკითხვა ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ეს საქმეები ეხება 2009 წელს, როცა დედაქალაქის ვიცე-მერი ვიყავი და ამავდროულად ადმინისტრაციას ვხელმძღვანელობდი. მე ვიყავი ის პიროვნება რომელიც მთავრობის სხდომებს წარმართავდა და იღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ბრალდების მხარე უგულავას ედავება, რომ ხალხის დასაქმება მოხდა არაკანონიერად და აქ ეყრდნობა მოწმე ტარიელ ხიზანეიშვილის, რომელიც იმ პერიოდში დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. სინამდვილეში, იმ პერიოდში გადაწყვეტილებების მიმღები მე ვიყავი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ კი, ყოველგვარი განმრტების გარეშე უარი თქვა ჩემს დაკითხვაზე. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქმეზე ობიექტური განაჩენის გამოტანას. ამიტომ, ჩვენ მოსამართლეს ჩვენი პოზიცია წერილობით მივწერეთ და განვუმარტეთ მდგომარეობა, რაც იმ პერიდოში მერიაში იყო შემქნილი.

ჩემი დაკითხვის გარეშე მოსამართლე მოკლებული იქნება შესაძლებლობას გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება და ეს იქნება დამყარებული უგულავასთვის არარსებული ბრალის დადგენასა და მოსყიდული ხიზანიშვილის ჩვენებაზე“, _ განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42