უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მოუწოდებს კოლეგებს, რომ თუ რაიმე სახის წინადადება გააჩნიათ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ჯერ გუნდში შეათანხმონ და ჟურნალისტებს შემდეგ გააცნონ.
„არასწორად მიმაჩნია, როდესაც რომელიმე ფრაქციის თუ უმრავლესობის წევრი გამოდის და თავის ვარიანტზე საუბრობს, მანამ სანამ ეს საკითხი გუნდში არ არის განხილული. მე შეიძლება ბევრი ვარიანტი მქონდეს თავში და მკვეთრად ვიყო რომელიმე პოზიციაზე ჩამოყალიბებული, მაგრამ ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, რომ გამოვიდეს და პრესკონფერენციები ვატარო და ამ დროს გუნდში არ მქონდეს ნათქვამი“, - განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივაზე ისაუბრა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, მაჟორიტარებისთვის ბარიერი 50%-მდე უნდ გაიზარდოს, ხოლო პარტიული ბარიერი 4%-მდე უნდა შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები






