მანჩო გიორგობიანი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტს აპროტესტებს, სადაც ლაშა მახარაძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.
გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას მიიღონ ზომები, რომ გიორგი ოქრუაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს.
„საქართველოს მთავრობა | Government of Georgia SOSSSSS!!!! ქალაქში სერიული მკვლელია! პროკურატურა სავსეა არაპროფესიონალებით და საბოტაჟნიკებით! მთელმა ქალაქმა იცის ოქროპირიძის მოკლულები და დაჭრილები ... ლაშა მახარაძის მკვლელობამდე, ის იყო ეჭვმიტანილი ადამიანის დაჭრაზე, თუმცა გაათავისუფლეს , რისთვის, რატომ, ვის სჭირდება ?! ახალი მკვლელობა რომ ჩაედინა?!
ვისი ზონდერია, ვინ მფარველობს, ვის სჭირდება თბილისის ქუჩებში "90-იანების დაბრუნება"?!
დაიწყოს ძიება , ვინ "ვერ გამოიძია" და რატომ, ტელევიზიის გვერდით პოლიციაში, დოლიძის მიდამოებში მომხდარი დაჭრა, სახალხოდ , დღისით - მზისით, გასვენების დროს?! ლაშა მახარაძის მკლვლობამდე , ცოტა ხნით ადრე...
საქმე აღძრულია, ჩამოიღონ თაროდან და ჩაატარონ სათანადო ღინისძიებები, დაძრან საქმე !!!!!მკვლელი არ უნდა დადიოდეს ქუჩაში!!!!!!!!
შს სამინისტრომ ოპერატიულად გაარკვიოს , იყო თუ არა ზეწოლა ნაფიც მსაჯულებზე !!!!!
პროკურატურაში და ოპერატიულ სამსახურებში დააბრუნეთ პროფესიონალები!!! ბევრია წესიერი და პატიოსანი , სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრი, ნაციონალების ზონდერ -მაქციები ქვეყანას მიზანმიმართულად რევენ!!!!!! სრული განუკითხაობაა ძალოვან სტრუქტურებში!!!! უსამართლობები უსამართლობებზე ხდება, არათუ სამარლიანობის აღდგენა!!!!!
დღეს 10.00 საათზე მრგვალი ბაღიდან არის ლაშას დედის - ნინო დიდებულიძის მხარდამჭერი აქცია და პირდაპირი ჩართვა ინგა გრიგოლიას გადაცემა " რეაქციაში" გიორგი ოქროპირიძის განაჩენთან დაკავშირებით!!!
გამოდით ყველა, ქალაქში სერიული მკვლელია, საბოტაჟნიკები ცდილობენ თბილისის ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს!
ჩვენ არ დავუშვათ 90-იანების დაბრუნება საქართველოში!!!!!“, - წერს მანჩო გიორგობიანი.
მასალის გამოყენების პირობები






