"ის სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს გასაუმჯობესებელია და არათანაბრად გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას, მაგრამ რა სისტემაზე უნდა გადავიდეთ უკვე მსჯელობის და განხილბის საგანია უმრავლესობაში", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
დეპუტატები ასევე საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშილის ინიციატივასაც განიხილავს, რომელიც მაჟორიტარებისთვის ბარიერი 50%-მდე უნდ გაიზარდოს, ხოლო პარტიული ბარიერი 4%-მდე უნდა შემცირდეს.
„მე გამოვედი ინიციატივით, რომ პარტიული ბარიერი 5%-დან 4%-მდე შევამციროთ, რაც ბევრ სუბიეტქს მისცემს საშულებას გადალახოს ბარიერი და მეორეს მხრივ 20%-ით შეამცირებს დაკარგული ხმების რაოდენობას და მეორე, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ 30%-იანი და 40%-იანი მხარდაჭერის მქონე პირი არ შეიძლება ამომრჩევლის პირდაპირი წარმომადგენელი იყოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, სხდომა კოალიციის ოფისში 16:00 საათზეა ჩანიშნული. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული. სავარაუდოდ, ორივე სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






