აფხაზეთის უმაღლესი საბჭო - "გაეროს რეზოლუცია წარმატებული, წინგადადგმული ნაბიჯია"
პოლიტიკა - 15:28, 05 Jun, 2015     1793

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კმაყოფილებას გამოხატავს 2015 წლის 3 ივნისს "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან(საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით ექვსით მეტია.

ამ რეზოლუციის მიღებით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, რომელიც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება და ატარებს წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს. რეზოლუციია გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და განამტკიცებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. მასში ხაზგასმულია დევნილთა და ლტოლვილთა საკუთრების უფლების პატივისცემა და მისი დაცვის აუცილებლობა. რეზოლუცია აუცილებლად მიიჩნევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაეროში მიღებული დოკუმენტი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იწონებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ ობიექტური და სრულყოფილი ვითარების ამსახველი ინფორმაციის გაეროს საერთაშორისო აუდიტორიისათვის მიწოდების გამო და შესაბამისი მხარდაჭერის მოპოვებისათვის.

ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ არასწორი იქნება ზედმეტი მოლოდინები ამ უკანასკნელ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რადგან 22 წლის მანძილზე გაეროს "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მიღებულ არაერთ რეზოლუციაში აქვს დაფიქსირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მხარდამჭერი პოზიცია, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, სასურველი შედეგის დადგომა ჭიანურდება.

ამიტომაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ გაეროს რეზოლუცია წარმატებული, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საკმარისი არ არის! საჭირო და აუცილებელია საქართველომ შეძლებისდაგვარად დააჩქაროს ერთიანი ეროვნული მიდგომით მხარდაჭერილი სტრატეგიის შემუშავება აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მუშაობა გახდეს სახელმწიფოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის პრიორიტეტული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42