ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ კორუფციაზე საუბრისას კონკრეტული გვარები უნდა დაასახელოს.
"ყველა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავს განცხადებებს. მსგავსი განცხადებები სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობაზე აუცილებლად იმოქმედებს. ყველა შესაბამისმა პირმა თუ სტრუქტურამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ განცხადებაზე, რომლებსაც მოსამართლეები შესაძლოა აკეთებდნენ სსისტემის შიგნიდან კორუფციასთან დაკავშირებით", - აცხადებს სოფო ვერძეული.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მისი მოადგილე უპირისპირდება. მიხეილ ჩინჩალაძემ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. გვენეტაძის და მოსამართლეების შეხვედრაზე ჩინჩალაძის განცხადებას გუშინ დაპირისპირება მოჰყვა. გვენეტაძემ მოადგილეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა.
„გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის გარემოებები და ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლოში კორუფციის დონე ძალიან მაღალია. ეს ხდება რეგიონებშიც და თბილისშიც,“-განაცხადა ჩინჩალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






