თამარ ბერუჩაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 09:14, 05 Jun, 2015     937

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვია. აღსანიშნავია, რომ ეს მონტენეგროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს პრეზიდენტთან ფილიპ ვუიანოვიჩთან, პარლამენტის პრეზიდენტთან რანკო კრივოკაპიჩთან, პრემიერ-მინისტრთან მილო დიუკანოვიჩთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან და თავდაცვის მინისტრთან მილიცა პეინოვიჩ-დიურისიჩთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები, რა მიზნითაც მხარეების გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. საუბარი შეეხო საქართველოსა და მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. მინისტრმა მონტენეგროს მხარეს წარმატება უსურვა ალიანსში გაწევრიანების პროცესში. თავის მხრივ მონტენეგროს მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააქტიურდეს თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების ფორმატში.

აღინიშნა მონტენეგროსთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, მონტენეგრომ გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხში.

საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიწყოს მუშაობა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების გათვალისწინებით თავისუფალის სავაჭრო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობებზე.

თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროს მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული ვითარება. მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ოფიციალური შეხვედრის დროს მონტენეგროს პრეზიდენტის მხრიდან გამოიხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს. ასევე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევა შემოდგომაზე თბილისში დაგეგმილი „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით. მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმში - TO BE SECURE FORUM.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42