„მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ დღევანდელი სისტემა არ შეესაბამება დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპებს. თუ დავამატებთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დღევანდელი მაჟორიტარული ოლქები საერთოდ არ შეესაბამებიან კონსტიტუციას მივიღებთ იმას, რომ ერთი მხრივ არის მთელი ოპოზიციური და არასამთავრობო სპექტრი, რომელიც ითხოვს ცვლილებებს და მეორე მხრივ არის უმრავლესობა, რომელიც წელავს დროს.
უმრავლესობა საუბრობს ისეთ კოსმეტიკურ ცვლილებებზე, როგორიც არის მაჟორიტარული ოლქების გამსხვილება, ეს არის მხოლოდ თავის მოტყუება და ეს არ გამოიღებს შედეგს. ჩვენი ცალსახა მოთხოვნა არის ის, რომ გატარდეს რეალური რეფორმა და გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დავასწრებ ცვლილებებს და ვიწინასწარმეტყველებ, რომ იქნება მცირე ცვლილებები მაჟორიტარული ოლქების საზღვრებში.
შეიცავდა თუ არა ივანიშვილის სიტყვები მოწოდებას მმართველი გუნდის მიმართ ვერ გეტყვით, რადგან მიჭირს გარკვევა რას გულიხმობს ხოლმე ეს ადამიანი , ისევე, როგორც მისი უმრავლსობა და მისი მთავრობა. აშკარა არის ის, რომ მმართველი გუნდი ცდილობს გაწელოს დრო და მცირედი ცვლილებების შეტანით შექმნას იმის ილუზია, რომ რაღაც იცვლება. ასე იყო თვითმმართველობის არჩევნების წინაც, როდესაც თითქოს მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ უმრავლეობამ ფაქტიურად არაფერი არ გაითვალისწინა იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც მიიღო.
ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით კი მმართველ გუნდს არავითარი პოლიტიკური ნება რეალური ცვლილებების არ გამოუჩენია. ცალსახა მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს და არასამთავრობო როგანიზაციებს აქვთ არის ის, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა" - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






