ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ექსპრემიერს სთხოვა გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გვქონდა. მე შეხვედრას როგორც ფინანსთა მინისტრი ვესწრებოდი. შეხვედრის დასრულების შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ დარჩენა ითხოვა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, როცა საქმე მის პირადს ეხებოდა, მან საზოგადოებრივი ინტერესები პირადზე წინ დააყენა“, - განაცხადა ხადურმა.
ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ.
მისი თქმით, სწორედ ეს თხოვნა გაითვალისწინა და პროკურატურაში შეტანილი განცხადების მსვლელობა შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






