,,საზოგადოების მოთხოვნა არის ის, რომ მისი არჩევანი აისახოს საკანონმდებლო ორგანოში. ყველაზე ოპტიმალური ვაიანტი გახლავთ სწორედ ის სისტემა, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციის, საზოგადოებრივი სექტორის მიერ ერთობლივად იქნა შემუშავებული პრეიზდენტის რეზიდენციაში და რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს. დარჩენილია მხოლოდ ერთადერთი საკითხი - ეს არის პოლიტიკური ნება, რომელიც უნდა გამოავლინოს უმრავლესობამ და დღევანდელმა ხელისუფლებამ. ყველასათვის ნათელია, რომ ის, ვისაც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სურს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისფლება. მთელი 20 წლის განმავლობაში, საქართველოში მაჟორიტარული სისტემა ამ მახინჯი სახით იყო სახელისუფლო ბერკეტი, მიუხედავად რეიტინგის ცვლილებისა, რომ შეენარჩუნებინა უმრავლესობა. თუ ჩვენ გვსურს, რომ ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ამომრჩევლის ნების მიხედვით იცვლება ხელისუფლება, ეს ბერკეტი უნდა გამოეცალოს ყველა ხელისუფლებას მომავალში და მერე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს იდოლოგიებისა და პოლიტიკური პოზიციების მიხედვით.“ - აცხადებს ქარდავა.
ედპ-ს ლიდერის თქმით, ყველასათვის კარგად არის ცნობილის, რომ უმრაველსობის პოლიტიკური ნება პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებასთან.
,,თუ ივანიშვილის განცხადება, რომ უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული სისტემა გულისხმობს იმას, რომ ის უნდა გახდეს შესაბამისი საზოგადოების მოთხოვნებთან, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვალსთან, მაშინ ძალიან ახლოს ვარ იმასთან, რომ ეს სისტემა დამტკიცდეს და გამარჯვებული გამოვა ყველა - საზოგადოებაც, პოლიტიკური სპექტრიც და სახელმწიფოც, რომელსაც ექნება შანსი, ქვეყანაში ერთხელ მაინც ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს იმ ვარიანტს, რომელიც ხელისუფლებაში მუშავდება და ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს და თუ ცდილობენ, რომ საზოგადოება იყოს შეყვანილი შეცდომაში და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული შესთავაზონ, როგორც პროპორციული - ეს ხრიკი არ გავა და კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება ხელისუფლების მხრიდან. ამას ჯობია, საერთოდ უარი თქვან“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის მომხრეა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უმრაველსობა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






