შაშკინი ღარიბაშვილს უზუსტობებს უსწორებს და ,,დანიშნულ“ პრეზიდენტს და მერს ახსენებს
პოლიტიკა - 17:05, 04 Jun, 2015     2196
პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებად ისეთი ადამიანების დანიშვნა ხდებოდა, რომელთაც სამეცნიერო საქმიანობასთან არანაირი შეხება არ ქონდათ, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა. როგორც შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, პრემიერის განცხადება რამდენიმე უზუსტობას შეიცავს, ყოფილი მინისტრის თქმით ხელნაწერთა ინსტიტუტის გარდა სხვა კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელობას არა სააკაშვილი და შაშკინი, არამედ აკადემიური საბჭო ირჩევდა. რაც შეეხება ხელნაწერთა ინსტიტუტს მის ხელმძღვანელს თავდაპირველად ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი ეს უფლება გადავიდა განათლების მინისტრზე.

„ერთი უზუსტობა - საქართველოში კვლევითი ინსტიტუტები შედიან სახელმწიფო უნივერსიტეტების შემადგენლობაში, თავისი ინფრასტრუქტურით და თანამშრომლებით, აქედან გამომდინარე მათ საქმიანობაზე ზუსტად ის ნორმები ხორციელდება, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ანუ მათ ხელმძღვანელებს ირჩევს აკადემიური საბჭო.

მეორე, არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლის ხელმძღვანელებს ნიშნავს მინისტრი, მაგრამ ესეთივე საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებში და ასე შემდეგ.“- განაცხადა შაშკინმა

დიმიტრი შაშკინის განცხადებით ამ საკითხის გააქტიურება, ხელნაწერთა ინსტიტუტის გარშემო ატეხილი ხმაურის გამო მოხდა, თუმცა როგორც განათლების უწყების ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, არც ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა არ იყო მის მიერ დანიშნული, მისი თქმით კუდავას დანიშვნა 2005 წელს მოხდა, თავად კი უწყებას სათავეში 2009 წელს ჩაუდგა. შაშკინის განცხადებით, მთავრობას თუ ამ სტრუქტურაში ცვლილება სურს ამის განხორციელების საშუალება ხელისუფლებას აქამდეც ქონდა და ახლაც აქვს.

„კონკრეტულად რაც ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ ხელნაწერთა ინსტიტუტს გულისხმობდა, რომელთანაც ბოლო დროს დაკავშირებული იყო გარკვეული პრობლემები. ამ ცენტრს აქვს სპეციფიკური სტატუსი, რადგან ის არ არის მხოლოდ კვლევითი ინსტიტუტი და შედის განათლების სამინისტროს სტრუქტურაში. ამ კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს თავდაპირველად ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი ეს უფლება გადავიდა განათლების მინისტრზე, ახლა გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელმძღვანელი იყოს არჩეული თანამშრომლების მიერ. თუ მთავრობას სურს რომ ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ იყოს არჩეული, მე ვერ ვხვდები რა უშლით ხელს, რომ ეს გაკეთდეს დღესვე. ამას საკონსტიტუციო ცვლილებებიარ ჭირდება და ამის გაკეთება როგორც დღეს, ასევე გუშინაც შეიძლებოდა. ყველა რესურსი მათ ხელშია, თუ რამის შეცვლა უნდათ, უკვე სამი წელია ხელისუფლებაში არიან და გააკეთონ. თუ საუბარი იმაზეა, რომ ადრე ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელი იყო დანიშნული, ახლა მერი და პრეზიდენტიც კი დანიშნული გვყავს.“- აღნიშნავს ყოფილი მინისტრი და ხელნაწერთა ინსტიტუტის გარშემო განვითარებულ მოვლენებში განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის როლს უარყოფითად აფასებს: „სანიკიძეს საერთოდ არ ესმის რაზეა ლაპარაკი, ის ისე შორს არის სამეცნიერო თემატიკისგან, როგორც ბებიაჩემი ჩინეთისგან.“- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინიციატივა კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელების სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩევის წესთან დაკავშირებით პროგრესულად შეაფასა და განაცხადა, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში, კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამეცნიერო საბჭო ირჩევს და საქართველოში ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა შესაცვლელია, რადგან "შაშკინის და სააკაშვილის დროს ნიშნავდნენ ადამიანებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ სამეცნიერო საქმიანობასა და დაწესებულებებთან"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42