კარგი იქნება თუ ივანიშვილი საკუთარ პოზიციას კონკრეტული ფორმულის დონეზე იტყვის - კაციტაძე
პოლიტიკა - 17:08, 04 Jun, 2015     1436

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმედიანად უყურებს.

როგორც კაციტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ამ საკითხზე ექსპრემიერის მოსაზრება მნიშვნელოვანია, რადგან მისი აზრი კოალიციაში და მმართველ გუნდში გასათვალისწინებელია.

„მაჟორიტარული სისტემის შეცვლა საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვიტა და აქედან გამომდინარე, ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ თავისუფალ ნებად ვეღარ ჩაითვლება. ეს უკვე მათი ვალდებულებაა. თუ ზოგადად საუბარია მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე ამას მკაფიოობა უნდა ახლდეს. კარგი იქნება ხელისუფლებამ თქვას, ბოლოს და ბოლოს რას უჭერს მხარს. ბატონი ივანიშვილი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მისი პოზიცია კოალიციაში მეორე და მეათეხარისხოვანი არ არის და ის მნიშვნელოვანწილად განსაზვრავს კოალიციის ხედვასა და პოზიციას. ამიტომ, ჩვენი მხრიდან მოლოდინი მის მკაფიო პოზიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ ივანიშვილი, როგორც საქართველოს მოქალაქე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საკუთარ პოზიციას მკაფიოდ იტყვის, არა პრინციპის არამედ კონკრეტული ფორმულის დონეზე და ამით ხელს შეუწყობს იმას, რომ რეალურად მოხდეს იმ სისტემის შეცვლა, რაც სიმახინჯეს წარმოადგენს ქართული საარჩევნო გარემოსათვის. ცუდია, რომ დუმილი გრძელდება ამდენი ხნის განმავლობაში. დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა კაციტაძემ.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის მომხრეა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უმრაველსობა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42