მოსამართლეები ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ - ცვლილება სასამართლოების შესახებ კანონში
პოლიტიკა - 16:44, 04 Jun, 2015     2583
მოსამართლეები სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას აპროტესტებენ

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ დღეს ,,ჰოლიდეი ინში“, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან და ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ცვლილებას განხილვაზე დამსწრე მოსამართლეების უკმაყოფილება გამოიწვია.

მათ შორის, საუბარია რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

„ეს უკავშირდება უფრო მეტი დამოუკიდებლობის და ინიციატივების მინიჭებას იმ სასამართლოების მოსამართლეებისათვის, სადაც უნდა მოხდეს მოსამართლის არჩევა. ვიწყებთ დემოკრატიული პრინციპების გატარებას ქვემოდან, ანუ იმ კორპუსის მიერ, რომელმაც უნდა იმუშაოს იმ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ქვეშ გარკვეული წლების განმავლობაში,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, თავის არგუმენტები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

„სადისციპლინო კოლეგია, რომელიც არსებობს, არის ფუნქციის გარეშე. გეთანხმებით, გარეშე პირია, რომელიც ასევე შესაძლოა იყოს ყოფილი მოსამართლეც, გარეშე პირია მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით,“ - განმარტა ნინო გვენეტაძემ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებების განიხილვას კამათი მოჰყვა მოსამართლეების მხრიდან.

მოსამართლეებს პრეტენზიები ნინო გვენეტაძის მიმართ აქვთ. ძირითადი შენიშვნები ეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 25 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს. მოსამართლეების დაინტერესდნენ, თუ რატომ არის აუცილებელი ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა.

,,რაოდენ არ უნდა შევფუთოთ ჩვენ ეს დემოკრატიულობის მანტიით და დავარქვათ კონსტრუქიულობის სახელი, ეს არ არის კონსტრუქციული კანონპროექტი, ეს არის დრაკონული“ - მიმართა მოსამართლე შოთა გეწაძემ ნინო გვენეტაძეს.

,,ესარის საფუძველი თავმჯდომარის გადაყენების“ - განაცხადა მოსამართლე მამია კახაძემ.

,,რა დავაშავე და რას ვაშავებდი ადრე, რომ მეზღუდება ვადა, რატომ გავხდი მიუღებელი დღეს, ეს მაკვირვებს. რა მნიშვნელობა აქვს პირადი განცხადების საფუძველზე შემზღუდავენ თუ კანონით“ - მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ერთ-ერთმა მოსამართლემ.

ცნობისათვის, რაიონის სასამართლოების თავმჯდომარეებს ნიშნავს იუსტიციის საბჭო. ამ კანონპროექტის მიხედვით, მათ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება ვადაზე ადრე, რის შემდეგაც თავმჯდომარის არჩევა თავიანთი რაიონების მიხედვით მოსამართლეების მიერ მოხდება.

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოსამართლეები მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42