ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ.
მისი თქმით, სწორედ ეს თხოვნა გაითვალისწინა და პროკურატურაში შეტანილი განცხადების მსვლელობა შეაჩერა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან იყო თხოვნა, რომ რაც შენი პირადია აპატიეო. "ქართუ ბანკის" საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია. მათ არ უთქვამთ, რომ დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე. თუმცა სავალუტო ფონდის წარმომადგენელსაც და გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, ხელს ვერ დავაფარებდი", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






