"გენიოსები ქმნიან ამ პროდუქციას" - პრემიერმა ახალი ქართული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა
პოლიტიკა - 15:36, 04 Jun, 2015     1532

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი სდ-26, სნაიპერული შაშხანები, - ეს ახალი ქართული სამხედრო ტექნიკის არასრული ჩამონათვალია.

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების 15 ახალი ნიმუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სამხედრო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია პრემიერს „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და „დელტას“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული ძვირფასი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„უპილოტო ვერტმფრენი უნიკალურია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოში ასეთი არის რამდენიმე. ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფუნქცია, საბრძოლო სადაზვერვო. გარდა ამისა, არის ქართული წარმოების ავტომატები, რომელზეც მუშაობდა ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი და არსებობს ბევრი სხვა პროდუქტი, რომლებზე მუშაობაც საიდუმლო რეჟიმში გრძელდება. ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი, რადგან ქართული პროდუქცია იწარმოება. აქ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, გენიოსები ქმნიან ამ პროდუქციას და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას, რადგან ეს არის სახელმწიფოსთვის მეტად საჭირო საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42