"არ შეიძლება, ერთიანი მიდგომა გავავრცელოთ ყველაზე" - პრემიერი ქონების დაბრუნებაზე
პოლიტიკა - 15:32, 04 Jun, 2015     1191

უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად გონივრულად უნდა შევისწავლოთ თითოეული საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებამ ეს პროცესი დაიწყო, პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც კონცენტრირებულად ასეთ საქმეებზე მუშაობს.

"ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ უკვე რამდენიმე თვის წინ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მანამდე არ შეჩერებულა. ჩვენ ძალიან რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწია, ვინაიდან 9 წლის განმავლობაში ათასობით ფაქტი იყო დაფიქსირებული, იქნება ეს ბიზნესის, სახლების, ავტომანქანების ჩამორთმევის და ა.შ. ამას სჭირდებოდა დახარისხება, სისტემატიზაცია. თითოეულ დოკუმენტს, ათასობით დოკუმენტს სჭირდებოდა შესწავლა, დახარისხება, ასევე - იმის გამოვლენა თუ რამდენად სამართლიანი იყო მოქალაქის ესა თუ ის მოთხოვნა. ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო რომ სახელმწიფო ამა თუ იმ შემთხვევაში იყო მართალი, ამას სჭირდებოდა დადგენა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს დამტკიცდა რამდენიმე მანდილოსნისთვის ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნების საკითხი და ეს პროცესი გაგრძელდება.

„არ შეიძლება, ერთიანი მიდგომა გავავრცელოთ ყველაზე, ამას სჭირდება ინდივიდუალურ რეჟიმში გავლა, ინდივიდუალურ დონეზე უნდა იქნას შესწავლილი თითოეული საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. რაც მთავარია, სახელმწიფომ დააფიქსირა ნება რომ სურს ამ პრობლემის გადაჭრა. მექანიზმებზე მუშაობა მიმდინაროებს. გუშინ რაც მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან, ეს ნაწილია იმ მექანიზმებისა, რომლის მიხედვითაც მოხდება უკანონოდ, იძულების წესით ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნება. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება და დასრულდება. ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება და ამის დასრულებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება”, - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42