თქვენო უდიდებულესობავ,
ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით.
ამ მნიშვნელოვან დღეს, მოხარული ვარ გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ჩვენი ქვეყნების პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.
ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენი ქვეყნისა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






