განათლების მინისტრი 139-ე სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ვარაუდობს, რომ მოსწავლეების ცუდათ გახდომა გამოცდების წინა ნერვიულობამ გამოიწვია.
ამის შესახებ თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს ალბათ უფრო უკავშირდება იმ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარებას, რომლის დროსაც ბავშვებმა ინერვიულეს, ემოციურად იყვნენ განწყობილები და იყო ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰაერის უკმარისობა და უმნიშვნელოდ მუცლის ტკივილი. ყოველი შემთხვევისთვის გუშინ ყველა ფეხზე დავაყენეთ. არაფერი საბედნიეროდ ბავშვებს არ სჭირთ",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, 139-ე საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე რამდენიმე მოსწავლე შეუძლოდ გახდა. ისინი იაშილის კლინიკაში გადაიყვანეს. თავიდან არსებობდა ინფორმაცია, რომ ცუდათ გახდომა ინტოქსიკაციის შედეგი იყო. მოგვიანებით ადგინდა, რომ ბავშვებს მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. დღის ბოლო ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები






