„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილის მოთხოვნებს პასუხობს.
როგორ პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ის, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის სახლთან ხდებოდა ხელისუფლების მიერ არის დადგმული.
„ეს არის მთავრობის მიერ დადგმული მასკარადი. არავისთვის ახალი არ არის, რომ ბურჯანაძის და ინაშვილი პარტია ეს არის ივანიშვილის დაქირავებული პოლიტიკური ძალა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა გამოუშვა, რადგან ის ვერ აგვარებს ვერც ერთ პრობლემას, რომელიც საქართველოში. ამიტომ უნდა, რომ მოსახლეობის ყურადღება სანახაობაზე იყოს გადატანილი“, - განაცხადა ინაშვილმა.
ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლთან ხმაური იყო. ადგილზე ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი და მისი ოჯახი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ბიზნესმენი სააკაშვილის სახლში შესვლას ითხოვდა, რისი უფლებაც ადგილზე შეკრებილმა „ნაციონალებმა“ არ მისცეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყოს სიტყვიერი დაპირისპირება ადგილზე შეკრებილებს შორის.
მასალის გამოყენების პირობები






